საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია
იერსახე
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუცია — საბჭოთა საქართველოს ძირითადი კანონი. მისი ისტორია დაკავშირებულია საბჭოთა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნა-განვითარებასთან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა საქართველოში მისი არსებობის მანძილზე მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან.
- 1922 წლის 2 მარტს საქართველოს საბჭოების I-მა ყრილობამ დაამტკიცა საქართველოს სსრ-ის (I) კონსტიტუცია.
- საქართველოს სსრ პირველმა კონსტიტუციამ მოკლე დროით — მხოლოდ 5 წლით იმოქმედა, რაც ამიერკავკასიის სფსრ-ისა შექმნამ განაპირობა. საქართველოს საბჭოების IV ყრილობამ სსრკ-ის 1924 და ამიერკავკასისს სფსრ-ის 1926 კონსტიტუციების შესაბამისად, 1927 წლის 4 აპრილს დაამტკიცა საქართველოს ახალი (II) კონსტიტუცია.
- სსრკ საბჭოების საგანგებო VIII ყრილობამ 1936 წლის 5 დეკემბერს მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია. გაუქმდა ამიერკავკასიის სფსრ და საქართველოს სსრ ცალკეული რესპუბლიკის სახით შევიდა სსრკ-ის შემადგენლობაში. საქართველოს სსრ საბჭოების საგანგებო VIII ყრილობამ 1937 წლის 13 თებერვალს დაამტკიცა საქართველოს სსრ-ის (III) კონსტიტუცია.
- სსრკ ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VII სესიამ 1977 წლის 7 ოქტომბერს. მის შესაბამისად კი შემუშვდა საქართველოს სსრ ახალი (IV) კონსტიტუცია, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VIII სესიამ 1978 წლის 15 აპრილს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ერემოვი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 182.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია : ძირითადი კანონი, 1922
- საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია : ძირითადი კანონი, 1927
- საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია : ძირითადი კანონი, 1937
- საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია : ძირითადი კანონი, 1978